ბიზანტიური სვინაქსარი იხსენიებს ღირს მარტინიანეს, რომელიც კონსტანტინოპოლში არეობინდას კვარტალში მოღვაწეობდა. 
ადრე იმ ადგილას კონსულ არეობინდას სახლი იდგა, რომლის სახელიც კვარტალს დაერქვა, ხოლო V საუკუნეში იქ ღვთისმშობლის ტაძრის გვერდით მონასტერი დაარსდა. სავარაუდოდ წმინდა მარტინიანეც ამ სავანეში მოსაგრეობდა. 
                
                
                
	
