ღირსი მამა მიქაელ ქალკედონელი - 01 (14) მაისი
ღირსი მამა მიქაელ ქალკედონელი - 01 (14) მაისი
ამ წმინდა მამას, სავარაუდოდ, მერვე - მეცხრე საუკუნეებში უნდა ეცხოვრა, იგი ერთი წარჩინებული და მდიდარი, ამასთან - ღატაკთადმი ფრიად მოწყალე ქალკედონური ოჯახის შვილი გახლდათ.

იმპერატორმა, რომელიც იმხანად ქალკედონის მიდამოებში ნადირობდა, ყმაწვილი მიქაელი განათლების მისაღებად სასახლეში წაიყოლა.

სამეფო კარზე ყმაწვილმა უფრო მძაფრად შეიგრძნო ამა სოფლის ამაოება, სული თვისი სათნოებათა ჭურჭლად ჰყო და იმხანად მომრავლებულ ხატმებრძოლთაც ეკრძალვოდა.

როგორც ჩანს, იქვე შემონაზვნდა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მისი სხეული უხრწნელად ჰპოვეს, ხოლო სამარეს დღედაღამ არამიწიერი ნათელი ადგა.

ამ ადგილას მრავალმა მიიღო კურნება. მოგვიანებით მისი წმინდა ნაწილნი ქალკედონს, წმინდა კონსტანტინეს სახელობის ტაძარში გადააბრძანეს, სადაც ღირსი მამის მეოხებით შემდგომშიც უამრავი სასწაული აღსრულდა.

სურათზე: ქალკედონის ძველი უბანი
ბეჭდვა
1კ1