წმინდა გიორგი აღმსარებელი, პისიდიის ანტიოქიის ეპისკოპოსი (+813-820) - 19 აპრილი (2 მაისი)
წმინდა გიორგი აღმსარებელი, პისიდიის ანტიოქიის ეპისკოპოსი (+813-820) - 19 აპრილი (2 მაისი)
წმინდა გიორგი აღმსარებელი ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების დროს ცხოვრობდა. სიყრმიდანვე ქრისტეს შემყვარებელმა მოიძულა სოფელი და ბერად აღიკვეცა. თავისი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მრავალი ღვაწლითა და მოსაგრეობით სულიწმიდის ჭურჭელი შეიქნა. ღირსი გიორგი ხელდასხმულ იქნა პისიდიის ანტიოქიის ეპისკოპოსად და კეთილად დამწყსიდა მისთვის მიბარებულ სამწყსოს. მძიმე დრო იდგა ხატთმებრძოლობის ერესი გაძლიერდა. იმპერატორის, ლეონ სომხის (813-820) ბრძანებით კონსტანტინოპოლში ეპისკოპოსები შეიკრიბნენ. წმინდა გიორგი ამ კრებაზე მხნედ იცავდა მართლმადიდებლობას და მეფესაც მოუწოდებდა დამორჩილებოდა ეკლესიის კრებათა დადგენილებებს, გარდამოცემებს. და რადგანაც ნეტარი გიორგი წმინდა ხატების ერთგული დარჩა, ის ეპისკოპოსობიდან გადააყენეს და გადაასახლეს, სადაც დაასრულა თავისი ქრისტეს აღმსარებელი ცხოვრება.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1