ღირსი მამანი - საბა და ბარსანოფი ტვერელნი (XV) - 02 (15) მარტი
ღირსი მამანი - საბა და ბარსანოფი ტვერელნი (XV) - 02 (15) მარტი
ღვიძლმა ძმებმა, საბამ და ბარსანოფმა 1397 წელს ტვერის ეპარქიაში დააარსეს მირქმის სახელობის მონასტერი, რომლის იღუმენადაც მამა ბარსანოფი იკურთხა. იგი ამ სავანეს 5 წელი წინამძღვრობდა, შემდეგ მისი ადგილი საბამ დაიკავა და ხანგრძლივად, 50 წელი მართავდა იქაურობას.

ღირსმა ბარსანოფმა ზეპირად იცოდა წმინდა წერილი და მისი შინაარსი ისე ღრმად შეიმეცნა, რომ თვით მიტროპოლიტი ფოტიოსიც კი (ხსენება 2 ივლისს) ხშირად სთხოვდა ხოლმე, - ტექსტის ესა თუ ის ადგილი განმიმარტეო.

მისი ძალისხმევით წმინდა მამათა მრავალი ნაშრომი გადმოთარგმანდა.

ღირსმა ძმებმა მშვიდობით შეჰვედრეს სული უფალს და მირქმის სახელობის სავანეში დაიკრძალნენ. ამ მონასტრისთვის მათ მიერ შედგენილი ხელნაწერი წესდება დღემდე კრემლის მიძინების მონასტერში ინახება.
.......................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1