ღირსი ასკლიპიოსი და იაკობი V საუკუნეში მოღვაწეობდნენ სირიის უდაბნოში. მათ შესახებ ცნობებს გვაწვდის ნეტარი თეოდორიტე, კვიპრელი ეპისკოპოსი.
ღირსი ასკლიპიოსი მშობლიურ სოფელშივე ეწეოდა მკაცრ მოღვაწეობას. წმინდა მამას მრავალი მოწაფე და მიმბაძველი ჰყავდა. ერთი მათგანი იყო ნეტარი იაკობი, რომელიც სოფელ ნიმუზის მახლობლად მცირე ქოხში გამოიკეტა და თავისი 90-წლოვანი სიცოცხლის ბოლომდე არ გამოსულა კელიიდან. მნახველებს წმინდანი პასუხობდა ვიწრო ჭრილიდან, რომელიც ირიბად იყო კედელში დატანებული ისე, რომ არავის შეძლებოდა მისი დანახვა.
..........................
ხატის წყარო