საბა II, სერბი მთავარეპისკოპოსი (+1268-1271 წლები) - 08 (21) თებერვალი
საბა II, სერბი მთავარეპისკოპოსი (+1268-1271 წლები) - 08 (21) თებერვალი
წმინდა საბა II იყო მეფე სტეფანე პირველგვირგვინოსნის (ხსენება 24 სექტემბერს) მეოთხე ძე და სერბეთის პირველი მთავარეპისკოპოსის, საბა პირველის (ხსენება 14 იანვარს) ნათესავი იყო.

მაშინ, როდესაც მისი ძმები, - რადოსლავი, ვლადისლავი და უროში მორიგეობით მეფობდნენ სერბეთში, ოცი წლის ასაკში ბიძის, წმინდა საბა პირველის მსგავსად ანგელოზებრივი ცხოვრება ირჩია და 1220 წელს ათონზე, ქილანდარის მონასტერში შემონაზვნდა.

ნეტარ მამას თავისი მაღალი წარმომავლობით არასოდეს უსარგებლია და მოშურნედ მიეცა იმ ღვაწლს, რომელიც იტვირთა.

1253 წელს, წმინდა ადგილთა მოლოცვის შემდგომ საბა დუბროვნიკის პროვინციის ქალაქ სტონის ეპისკოპოსად აკურთხეს, წმინდა არსენის (ხსენება28 ოქტომბერს) მიცვალების შემდგომ იგი სრულიად სერბეთის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს.

წმინდა საბა 5 წლის მანძილზე განაგებდა სერბულ ეკლესიას და 1271 წელს, 71 წლისა მშვიდობით მიიცვალა.

მისი მინონმდინარე, უხრწნელი სხეული, რომელიც დღემდე პეჩში განისვენებენ, დღემდე გამოსცემს კეთილსურნელებას.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1