ისტორიული წყაროების მიხედვით კუნძულ კრეტაზე, ზემო რიზას მთავარი სოფელი გერგერი, 1821 წლამდე, ხურმუზის აღწერის თანახმად, 200 ქრისტიანულ ოჯახს, 3 მუსლიმურ ოჯახს, 5 ეკლესიასა და 7 ზეთისხილის წისქვილს ითვლიდა.
1832 წელს, მუსტაფა-ფაშას მიერ ჩატარებული აღწერით, რომელიც ეგვიპტის მეჰმეთ ალის ბრძანებით შესრულდა, გერგერში მხოლოდ 55 ქრისტიანული ოჯახი და ერთი მუსლიმური ოჯახი იყო, ხოლო მხოლოდ ერთი ეკლესია და 2 ზეთისხილის წისქვილი დარჩა.
მოსახლეობის ეს უზარმაზარი შემცირება ცხოვრების მკაცრი პირობების, დამპყრობლების მიერ ძალადობისა და ხშირი თავდასხმების შედეგი იყო. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმა გერგერზე, რომელსაც ბევრი მსხვერპლი მოჰყვა, მოხდა 1828 წლის 25 მარტს. 1300 თურქი მოულოდნელად თავს დაესხა სოფელ გერგერს, სადაც ნახეს დაახლოებით 50 ბერძენი შეკრებილი გერგერის ფერისცვალების ტაძარში სადაც ღვთისმშობლის ხარების სადღესასწაულო წირვა სრულდებოდა. ველური ოსმალები შიშველი ხმლებით შეიჭრნენ ეკლესიაში. მრევლი შეშინებული გაიქცა თავის გადასარჩენად. თორმეტი ადამიანი დარჩა აღნიშნულ წმინდა ტაძარში წირვის აღმსრულებელ მღვდელ გიორგი კირიაკიდისთან ერთად, მის დასაცავად. ოსმალებმა საბოლოოდ დახოცეს ლიტურგიის აღმსრულებელი მღვდელი გიორგი და თორმეტი ადამიანი, რომლებიც გერგერის ფერისცვალების ტაძარში დარჩნენ.
გერგერის ახალმოწამეთა მსხვერპლშეწირვიდან 39 წლის შემდეგ, უფრო კონკრეტულად 1867 წლის 26 სექტემბერს, იმავე ეკლესიას, ანუ გერგერის ფერისცვალების წმინდა ტაძარს, მათი წამების ადგილს, მტერი ისევ თავს დაესხა, შებილწა და გადაწვა.
მღვდელ გიორგისა და მასთან ერთად გერგერის თორმეტი ახალმოწამის წმინდა ხსენების დღესასწაული აღინიშნება მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს, რადგან 25 მარტი, მათი წამების დღე, არის ღვთისმშობლის დღესასწაული,