წმინდა მოწამე ანდრეა არგენტისი (ბერძნულად: ̓Ανδρέας ̓Αργέντης, + 1465), წარმოშობით კუნძულ ქიოსიდან იყო, ევსტრატი არგენტისის ნათესავი.
25 წლის ასაკში ანდრეა ჩავიდა კონსტანტინოპოლში, სადაც ხშირად სტუმრობდა გალატას უბანს, რომელიც ქრისტიანებით იყო დასახლებული. ზოგიერთმა ეგვიპტელმა ის მუსლიმ განდგომილად მიიჩნია და ხელისუფლებას გადასცა. სასტიკი წამების შემდეგ წმინდა ანდრეას თავი მოჰკვეთეს 1465 წელს კონსტანტინოპოლში.
მისი ცხოვრება აღწერა მისმა თანამედროვემ, გიორგი ტრაპიზონელმა.