ეს წმინდა ქალწული იმპერატორ დეციუსის (250 წელი) ჟამს ცხოვრობდა და სხეულებრივად მშვენიერი სულიერადაც განბრწყინდა.
იმის გამო, რომ ქრისტეს ესავდა, წარმართებმა შეიპყრეს და საშინელ წამებას სწიეს, - ჯალათებმა მკერდი წარკვეთეს, მაგრამ ღვთის ანგელოზმა სასწაულებრივად განამრთელა. 
შემდეგ წვერწამახულ თიხის ნამსვრევებზე დაანარცხეს, სხეული ანთებული ჩირაღდნებით დაუდაღეს, ჭრილობებზე მარილი დააყარეს და ჯაგრისებით გაუწყალეს, ბოლოს კი თავი წარკვეთეს. 
                
                
                
	
