წმინდა მოწამენი: ანასტასი და დიმიტრი (+1816-1819) - 11 (24) აგვისტო
წმინდა მოწამენი: ანასტასი და დიმიტრი (+1816-1819) - 11 (24) აგვისტო
წმინდა დიმიტრი ბეიაზისი კუნძულ ლესბოსზე (მიტილინე) სოფელ აიასოსში დაიბადა. მამის სიკვდილის შემდეგ დედამისი მეორედ გათხოვდა. მამინაცვალი ძალზე უხეში იყო შვილობილების მიმართ და დიმიტრი სახლიდან გაიქცა. ბიჭი ვინმე თურქმა შეიფარა და როცა ის თვრამეტი წლის გახდა, მას თავისი ქალიშვილის მითხოვებას დაჰპირდა, ოღონდ იმ პირობით, თუ ის ისლამს მიიღებდა. დიმიტრის ამის გაგონებაც არ უნდოდა და მცირე აზიაში, კასამბუში გაიქცა. ამ ქალაქში ის შეხვდა თავის შორეულ ნათესავს, ანასტასი პანერისს, რომელსაც იმ დროს ოცი წელი შესრულებოდა. ის კალათებს ამზადებდა და დიმიტრისაც ეს ხელობა ასწავლა. ერთხელ როდესაც ისინი კალათებს წნავდნენ, იქვე ახლოს ჩრდილში ორი თურქი ოფიცერი შეჩერდა. მათ ყმაწვილკაცებს ისლამის მიღება შესთავაზეს, რათა გამდიდრებულებს ჰარემი გაეჩინათ. ანასტასი და დიმიტრი მაშინვე წამოდგნენ, განაცხადეს, რომ ქრისტიანები იყვნენ და ამის გაკეთებას მათ სახარება უკრძალავდა. მათი სიმტკიცის გამო ოფიცრებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, ჭაბუკები ყადთან წაიყვანეს და მის წინაშე ქრისტიან ჭაბუკებს მუჰამედის რელიგიის შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი. ანასტასი და დიმიტრი მტკიცედ დადგნენ ქრისტეს სჯულზე და უარყვეს მუსულიმანთა მაცდუნებელი წინადადება. რისთვისაც ისინი ჯერ აწამეს და მეორე დღეს 1816 (ან 1819) წლის 11 აგვისტოს ჩამოახრჩეს. შემდგომში აიასოსში წმინდანების სახელზე ტაძარი ააშენეს.

ბეჭდვა
1კ1