ევსევი კესრილელის "ქრონიკების" თანახმად, სერაპიონის შემდეგ ასკლეპიადე გახდა ანტიოქიის მეცხრე ეპისკოპოსი.
ის ანტიოქიის ეკლესიას 227-230 წლებში მართავ¬და, სხვა მონაცემებით კი 212-220 წლებში.
 
"ევსევის ისტორიაში" შემორჩა მღვდელმოწამე ალექსანდრე იერუსალიმელის წერილი, რომელიც ანტიოქიის ეკლესიას ულოცავს კათედრაზე ალექსანდრეს ასვლას. ევსევისთან ნათქვამია, რომ ქრისტიანთა დევნისას ასკლეპიადემ სახელი გაითქვა როგორც აღმსარებელმა. 
                
                
                
	
