წმინდა აგილეუსი დაახლოებით 300 წელს ეწამა კართაგენში, კონსტანტინეს ეპოქამდე ქრისტიანთა ბოლო დიდი დევნისას.
 
მას იხსენიებს ძველი კართაგენული და იერონიმეს მარტიროლოგიები. მისადმი იყო მიძღვნილი კართაგენის ერთ-ერთი მთავარი ბაზილიკა. ნეტარ ავგუსტინეს ერთ-ერთი ქადაგება წმინდა აგილეუსის ხსენების დღეს წარმოუთქვამს.
 
მისი ხსენება იყო ასევე 25 იანვარს. შემდგომში მისი ნაწილები რომში გადაასვენეს. 
                
                
                
	
