მათეს სახარება
მათეს სახარება
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა. თუმცა სახარებებიდან ის პირველი არ დაწერილა, მარკოზის სახარებიდან ოდნავ მოგვიანებით დაიწერა, 70 წლამდე ქრ.შ. მათეს სახარება უმთავრესად მიემართება იუდეველ ქრისტიანებს, ამიტომაც უსვამს ხაზს მათე მახარებელი, რომ იესო ქრისტე არის ის მესია, რომელსაც იუდეველნი მოელოდნენ თავიანთი სჯულის თანახმად, რომ იესოში აღსრულდა ყველა წინასწარმეტყველება ძველი აღთქმისა. სახარების დაწერის ადგილად მიჩნეულია ანტიოქია, სირია, ან პალესტინა.

მათეს სახარება დაიწერა ებრაულ ენაზე, იუდეველ ქრისტიანთათვის, პირვანდელი ტექსტი არ შემორჩენილა.
* საეკლესიო ისტორიკოსის, ევსევის ცნობით, ითარგმნა ბერძნულ ენაზე გაქრისტიანებულ წარმართთათვის.
*მიზანი - აჩვენოს იესო, როგორც აღთქმული მესია.
* წყარო - სარგებლობს მარკოზის სახარებით, ლუკას მსგავსად და სხვა წყაროებით.
* სიმბოლო - ანგელოზი ადამიანის სახით, რადგანაც სახარება იწყება ანგელოზის სასიხარულო უწყებით ქრისტეს შობის შესახებ.
* სახარება შეიცავს 28 თავს, მოთხრობილია 21 იგავი, აღწერილია 20 სასწაული.

ბეჭდვა
1კ1