საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში ცვლილებაა:  
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ბრძანებით, დეკანოზი დავით სარაშენიძე გათავისუფლდა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობიდან და დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილედ. 
პრესცენტრის ხელმძღვანელად კი დაინიშნა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.                
                
                
	
