წირვას სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან, ტაძრის მღვდელმსახურებთან და ჩამოსულ სასულიერო სტუმრებთან ერთად აღავლენს. სვეტიცხოველში ასევე იმყოფებიან სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის ბერ-მონაზვნები და სასულიერო პირები. წირვას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლებიც.
გთავაზობთ ჩვენი ჟურნალისტის, თეა ცაგურიშვილის ფოტორეპორტაჟს სვეტიცხოვლიდან:




