თბილისში, ვაკეში მამა გიორგი ცნობილაძეს ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა მამა შალვა კეკელიამ დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, შს სამინისტროში თავდასხმის ფაქტი დაადასტურეს და განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.