მეცნიერებმა იესო ქრისტეს საფლავი გახსნეს (ვიდეო)
მეცნიერებმა იესო ქრისტეს საფლავი გახსნეს (ვიდეო)
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, თუ როგორ იღებენ არქეოლოგები მარმარილოს ფილას იესო ქრისტეს საფლავიდან იერუსალიმის უფლის საფლავის ტაძარში.

ფილის ქვეშ მეცნიერებმა დიდი რაოდენობით ქვები აღმოაჩინეს. ახლა მათ უნდა გაარკვიონ, როგორ გამოიყურებოდა "იმ ქვის ორიგინალური ზედაპირი, რომელზეც, გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის სხეული დაასვენეს".

იგეგმება, რომ გამოკვლევით დადგინდეს, როგორ გამოიყურებოდა მაცხოვრის საფლავი თავდაპირველად.

სახარების თანახმად, ქრისტეს სხეული ჯვარცმის შემდეგ მთაში გამოკვეთილ ერთ-ერთ გამოქვაბულში დაასვენეს. სწორედ იქ მოხდა მესამე დღეს იესოს აღდგომა. წმინდა ელენემ, რომელიც IV საუკუნეში გათხრებს აწარმოებდა გოლგოთაზე, იპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს და შემდეგ ამ ადგილას მაცხოვრის საფლავის ეკლესია ააგო.

ნახეთ ვიდეო:


ბეჭდვა
1კ1