უკრაინული BBC საქართველოში პაპის ვიზიტზე: პაპმა ფრანცისკემ მესა თითქმის ცარიელ სტადიონზე ჩაატარა
უკრაინული BBC საქართველოში პაპის ვიზიტზე: პაპმა ფრანცისკემ მესა თითქმის ცარიელ სტადიონზე ჩაატარა
რომის პაპის ვიზიტს საქართველოში არაერთმა უცხოურმა სააგენტომ მიუძღვნა პუბლიკაცია, მათ შორის არის BBC. უკრაინული BBC-ს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ:  საქართველოში ჩასულმა პაპმა ფრანცისკემ მესა თითქმის ცარიელ სტადიონზე ჩაატარა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ურჩია მორწმუნეებს, არ დასწრებოდნენ კათოლიკურ მსახურებას.
სტადიონზე, სადაც 25000 კაცი ეტევა, საქართველოს მხოლოდ 3000 მცხოვრები მივიდა.

უცხოეთში პაპის 16 მოგზაურობიდან ეს იყო ყველაზე მცირერიცხოვანი მესა - აღნიშნავენ Reuters-ის ჟურნალისტები.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კათოლიკეები მოსახლეობის 1%-ზე ოდნავ ნაკლებს შეადგენენ.

ელოდებოდნენ, რომ თბილისში ცერემონიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაც დაესწრებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

მესას არც საქართველოს პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი დასწრებია.
პაპის ჩამოსვლამდე 2 დღით ადრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია II-მ გამოსცა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მართლმადიდებლები არ მონაწილეობენ კათოლიკურ მესაში იმ დოგმატური განსხვავებების გამო, რომლებიც 1054 წლის განხეთქილებიდან იღებს სათავეს.

ამავე განცხადებაში საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნა, რომ მიუღებელია სასულიერო პირთა საჯარო ნეგატიური განცხადებები პაპის მისამართით.

KARIBCHE

პარასკევს რომის პაპ ფრანცისკეს თბილისში საპროტესტო აქციით დახვდნენ. ამ აქციის მონაწილენი აეროპორტის ტრასის გასწვრივ განლაგდნენ პლაკატებით: "ვატიკანი სულიერი აგრესორია", "საქართველოდან შორს ანტიქრისტე".

თბილისის აეროპორტში პონტიფიკს დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტი მეუღლითურთ და პატრიარქი ილია II.
საპროტესტო აქციის მხარდამჭერი ზოგიერთი სასულიერო პირი აცხადებდა, რომ რომის პაპი იმისთვის ჩამოდის, რომ მართლმადიდებლები კათოლიციზმზე გადაიბიროს, მისი ჩამოსვლა კი არის ვატიკანის სულიერი აგრესია მართლმადიდებელი საქართველოს წინააღმდეგ.

პაპი ფრანცისკე, რომელიც 2013 წელს იქნა არჩეული, შეეცადა თავისი წვლილი შეეტანა კონფესიათა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში. 

თებერვალში შედგა რომის პაპ ფრანციკესა და მოსკოვის პატრიარქის ისტორიული შეხვედრა. ორი კონფესიის მეთაურები პირადად ერთმანეთს მანამდე არასოდეს შეხვედრიან.

თბილისის შემდეგ პაპი აზერბაიჯანში გაემგზავრა, იქიდან კი რომში დაბრუნდება.


წყარო: http://www.bbc.com
ბეჭდვა
1კ1