დღეს, 18 სექტემბერს, მეუფე სერაფიმე მრევლს გამოემშვიდობა სამების საკათედრო ტაძარში.
მან აღნიშნა, რომ ღვთის ნებით 2 დღეში ათონზე გაემგზავრება და იქ დარჩება. რა იქნება მომავალში, ეს მხოლოდ უფალმა იცის.
დღესვე ქანდის ცამეტი ასურელი მამის მონასტრის წინამძღვრის მამა სერაფიმეს (ბითხარიბის) გვერდზე გავრცელდა ასეთი პოსტი:
"ამ ჯვარით უწმინდესმა 21წლის წინ, მაშინ კიდევ მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ჯოჯუა იღუმენის ხარისხში აღიყვანა. დღეს მეუფე სერაფიმემ ეს ჯვარი მამა შიოს და მამა პიროსს ჩემთვის გამოატანა და შემომწირა მე წოდვილ მის მორჩილ შვილს, ბერ სერაფიმეს. ვიცი, რასაც ნიშნავს ეს წყალობა და ვმადლობ უფალს ყველაფრისათვის. დიდ ხანს იცოცხლეთ მეუფეო, მიყვარხართ!"