სამების ლავრაში შეკრებილმა მრავალმა ადამიანმა კიდევ ერთხელ გულღიად გამოხატა მეუფე სერეფიმესადმი დიდი სიყარული და პატივისცემა.
დღეს მეუფე სერაფიმემ თვალცრემლიან მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა. ამჯერად მეუფე, როგორც რიგითი ბერი, იდგა საკურთხევლის წინ და რუდუნებით უსმენდა პარაკლისის მსვლელობას. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მრევლი მეუფის დამძიმებული სხეულის თუ გულის თითოეულ მოძრაობას თანაუგრძნობდა. პარაკლისის დასრულების შემდეგ მეუფე სერაფიმე მრევლს დაემშვიდობა და ათონის წმინდა მთაზე გამგზავრება ამცნო.
- მე ათონზე მივემგზავრები, ჩემი სურვილია ათონზე დავრჩეო ,- ამის თქმა იყო და ტაძარში ყველამ ერთხმად შესძახა: მეუფე, დაგვიბრუნდით, დაგვიბრუნდით. მეუფემ ლოცვის გაძლიერება გვთხოვა, ლოცვაში ხომ განსაკუთრებით შეიგრძნობა ერთობლივი კავშირი.
- მეუფე სერაფიმე, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით, - ამ სიტყვებში "კარიბჭე" და კარიბჭელები ვიგულისხმე და ასე დავემშვიდობე მეუფე სერაფიმეს.
ავტორის ფოტოები:







