მამა ალექსი ძამუკაშვილს თეთრი გიორგის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
მამა ალექსი ძამუკაშვილს თეთრი გიორგის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
ალავერდის ეპარქიის თეთრი გიორგის ტაძრის წინამძღვარს - დეკანოზ ალექსი ძამუკაშვილს 17 სექტემბერს, შაბათს, თეთრი გიორგის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. მამა ალექსის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. იგი 62 წლის იყო. მამა ალექსი ტაძარში მსახურების დროს გარდაიცვალა. უფალმა შეიწყალოს მისი სული და დაუმკვიდროს სასუფეველი!
ბეჭდვა
1კ1