ვიყოთ ფხიზლად!
ვიყოთ ფხიზლად!
იტალიაში მოღვაწე ქალბატონი - ნუნუ გელაძე - თავის ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს მეტად საგულისხმო ინფორმაციას:

"იტალიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე ზრუნვას თითქოს ცდას არ ვაკლებთ, მაგრამ ხშირად ისეთი "უმნიშვნელო" ამბები რჩება ჩვენი თვალსაწიერის მიღმა, საერთოდ რომ უგულებელყოფს ჩვენს ისტორიულ წარსულს. აი, ერთი გულსატკენი მაგალითი: მომაქვს ფოტოსურათი ამალფის საეკელესიო კომპლექსის ბუკლეტიდან, რომელშიც წერია: " კრიპტი - აკლდამა ამალფის გულია, ვინაიდან აქ ინახება ქრისტეს პირველი მოწაფის ანდრიას წმიდა ნაწილები, მოციქულისა, რომელმაც სახარება იქადაგა საბერძნეთში და დღევანდელ რუსეთში". კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ; მივმართავ ჩვენს დედაეკლესიას, საქართველოს საელჩოს წმიდა საყდართან, ისტორიკოსებს და ყველას, ვისაც შეუძლია ამ სირცხვილის გამოსწორება. მომაქვს მეორე ფოტოსურათი, რომელზეც მითითებულია ამ ბუკლეტის შემდგენელთა კოორდინატები."

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1