გარდაიცვალა თბილისის საირმის ქუჩაზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ბასილ გოგილაშვილი.
იგი წარსულში მოღვაწეობდა საინგილოში და იყო კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი. მისი ქართული, ეროვნული და სარწმუნოებრივი მოღვაწეობის გამო მამა ბასილ გოგილაშვილი ძალიან შეიყვარა ჰერეთის მოსახლეობამ. შემდეგ მამა ბასილი მოღვაწეობდა თბილისში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ტაძარში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული.