ათონის წმინდა მთაზე მოსწავლის რიგითი დღე სულაც არ ჰგავს საერო სკოლის მოსწავლეთა დღეებს.
ათონზე არსებობს საღვთისმეტყველო სკოლა "ათონიადა" ბიჭებისათვის. მისი აღსაზრდელები დილის 6 საათზე იღვიძებენ, ხელ-პირს იბანენ, იცვამენ და ტაძარში მიდიან ცისკარზე დასასწრებად.
მსახურების დასრულების შემდეგ ბავშვები 45 წუთის განმავლობაში მეცადინეობენ, საუზმობენ და მიდიან გაკვეთილებზე დასასწრებად. შემდეგ სატრაპეზოში სადილობენ, სადაც წმინდანთა ცხოვრებას ისმენენ, ხოლო ტრაპეზის შემდეგ წვებიან დასასვენებლად. დღის ძილის შემდეგ ბავშვები საღამოს მსახურებას ესწრებიან, შემდეგ კი ეძლევათ ერთი საათი თავისუფალი დრო. ეს დროის ერთადერთი თავისუფალი პერიოდია დღის განმავლობაში.
შემდეგ ბავშვები სამი საათის განმავლობაში ამზადებენ დავალებებს, სწავლის დასრულების შემდეგ კი ვახშმობენ და საღამოს ლოცვას კითხულობენ. ძილის წინ კი კიდევ 45 წუთი შეუძლიათ დაუთმონ კითხვას ან გაკვეთილებს. ვაჟებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ცხოვრება უფლის მსახურებაში გაატარონ, "ათონიადაში" სწავლა ძალიან პერსპექტიულია, რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ გამოცდების გარეშე შეუძლიათ შევიდნენ საბერძნეთის უმაღლესი სასწავლებლების საღვთისმეტყველო ფაკულტეტებზე.
ნათესავებთან და ახლობლებთან სკოლის აღსაზრდელებს არავითარი კონტაქტი არ აქვთ, სკოლის მასწავლებლები არიან მათთვის მშობლები, მათტან ერთად ლოცულობენ ტაძრებში, ტრაპეზობენ და ცხოვრობენ. ათონიადაში სწავლის უფლება აქვთ არა მხოლოდ ათონელ და კვიპროსევ ვაჟებს, არამედ სხვე ქვეყნის წარმომადგენლებსაც. სკოლადამტავრებულებს შორის არიან ტაილანდის, აშშ-ს, რუსეთის მოქალაქეები. ყოველ სასწავლო წელს სკოლას 100-მდე მოსწავლე ჰყავს 12 წლის ასაკიდან.
ეს სასწავლებელი 1748 წელს დაარსდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის, კირილე V-ს მიერ, პირველი რექტორი კი ხერსონისა და სლოვენიის არქიეპისკოპოსი ევგენი ვულგარისი იყო, რომელიც მისი დროის სახელგანთქმული განმანათლებელი გახლდათ.
მე-19 საუკუნის დასაწყისში, 1821 წელს სასწავლებელი დაიხურა. მოსწავლეტა მიღება განახლდა 1935 წლიდან წმინდა ანდრიას სკიტში, სადაც სკოლა ამჟამადაც ფუნქციონირებს.
წყარო: http://uoj.org.ua/