მოსკოვში მამა გაბრიელზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება
მოსკოვში მამა გაბრიელზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება
სამშაბათს, 9 აგვისტოს, მოსკოვში, ისტორიული პარკის "რუსეთი - ჩემი ისტორია" მთავარ მოედანზე, კონსტანტინე ცერცვაძის მიერ წმინდა გაბრიელ ბერზე გადაღებული რუსულენოვანი ფილმის პრემიერა შედგება. ფილმი საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით გადაიღეს.
ფილმში ჩართულია მამა გაბრიელი დის, სულიერი შვილების და მღვდელმსახურთა მოგონებები. მონათხრობია მამა გაბრიელის საფლავთან სასწაულებრივი განკურნების შემთხვევების შესახებ.
ფილმის ხანგრძლივობა 51 წუთია.

ფილმის ჩვენებაში მონაწილეობას მიიღებენ მისი შემქმნელები და სტუმრები.
ჩვენება დაიწყება 19:30, დასწრება თავისუფალია. მისამართი: მოსკოვი, მშვიდობის გამზირი 119.

გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ამ ფილმიდან:



წყარო: http://www.pravoslavie.ru/
ბეჭდვა
1კ1