პატრიარქმა ამბროლაურის ახლადგახსნილ ტაძარში პარაკლისი აღავლინა
პატრიარქმა ამბროლაურის ახლადგახსნილ ტაძარში პარაკლისი აღავლინა
6 აგვისტოს ნიკორწმინდის ეპარქიაში, ქალაქ ამბროლაურში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი საზეიმოდ იკურთხა. ქალაქ ამბროლაურის ცენტრში - მაჩაბლების ისტორიულ კოშკთან - ტაძრის და სამრეკლოს მშენებლობა ჯერ კიდევ 10 წლის წინ, 2006 წლის აგვისტოში დაიწყო.

ამ ადგილას წარსულში მდგარა ტაძარი, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტურ რეჟიმს შეეწირა. აღსანიშნავია, რომ დღემდე ქალაქ ამბროლაურში მოქმედი ტაძარი არ არსებობდა, ეს დიდი მოვლენაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ტაძრის მშენებლობის ინიციატორი და ქტიტორია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე.

KARIBCHE

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა აღავლინა სამღვდელოებასთან და მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად. საღვთო ლიტურგიის შემდეგ ტაძარს ესტუმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელმაც პარაკლისი აღავლინა და ტაძრის აღმშენებელს გოჩა ენუქიძეს გაწეული ღვაწლისთვის სამადლობელი სიგელი გადასცა.

ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი შემკულია ულამაზესი ჩუქურთმებით, რომელიც ორიგინალობით გამოირჩევა და არ მეორდება. ტაძრის არქიტექტორია მამუკა კიკნაძე.

KARIBCHE

დღესვე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა რაჭაში მოღვაწე სასულიერო პირებისადმი მიძღვნილი ისტორიული ფოტოების გამოფენა და ნიკორწმინდის პროექტის პრეზენტაცია.

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1