დილის ინფორმაცია თურქეთიდან
დილის ინფორმაცია თურქეთიდან
თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან. ოფიციალური ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში დააკავეს 336 ადამიანი. როგორც პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, ამ დროისთვის ვითარება მეტწილად კონტროლს ექვემდებარება.

მან ასევე ბრძანება გასცა ჩამოაგდონ ის სამხედრო ლაინერი, რომელსაც აჯანყებულები იყენებენ. გარდა ამისა, ამ დრომდე უცნობია გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი.

KARIBCHE

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი ამბოხებულმა სამხედროებმა მძევლად აიყვანეს.
ჯერ უცნობია ვინ ხელმძღვანელობს აჯანყებულ სამხედროებს და რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორს.
რაც შეეხება ქალაქებში არსებულ ვითარებას, "ბიბისი" იტყობინება, რომ სროლის ხმა მთავარ ქალაქებში პერიოდულად ისმის.

საქართველო თურქეთთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს. ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას, თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

ბეჭდვა
1კ1