რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სავარაუდოდ უარს იტყვის დიდ კრებაში მონაწილეობაზე
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სავარაუდოდ უარს იტყვის დიდ კრებაში მონაწილეობაზე
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, არ დაესწროს დიდ კრებას, რომელიც 16-27 ივნისს კუნძელ კრეტაზე გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ვებგვერდი კოლოკოლრუსსია.რუ. მან ეს ინფორმაცია რუსეთის სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტისგან - ოლეგ ფომინისგან მოიპოვა. ფომინი აღნიშნავს, რომ ოფიციალური განცხადება საპატრიარქოსგან მალე გაკეთდება.
წყარო: http://kolokolrussia.ru/novosti/rpc-otkazalas-ot-uchastiya-vo-vsepravoslavnom-sobore?_utl_t=fb

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე ამის შესახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
უფრო ვრცელ ინფორმაციას "კარიბჭე" ახლო მომავალში მოგაწვდით.
ბეჭდვა
1კ1