ვერ მოასწარით სკოლაში ბავშვის დარეგისტრირება? ან ვერ ჩამოყალიბდით არჩევანში? - მაშინ ეს სიახლე თქვენთვისაა!
ვერ მოასწარით სკოლაში ბავშვის დარეგისტრირება? ან ვერ ჩამოყალიბდით არჩევანში? - მაშინ ეს სიახლე თქვენთვისაა!
მათ, ვისაც წელს შეჰყავს ბავშვი სკოლაში, რასაკვირველია, იციან, რომ სკოლებში რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყო და 25 მაისს დასრულდა. თუმცა ყველა მშობელმა ვერ მოასწრო შვილის სასურველ სკოლაში დარეგისტრირება, ან სულაც აქამდე ვერ შეარჩია სასწავლო დაწესებულება, რომელშიც ბავშვს შეიყვანდა.
თუ თქვენ ასეთთა შორის ხართ, მაშინ სწორედ თქვენთვის არის ეს სიახლე - წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლაში ჯერ კიდევ შეგიძლიათ ბავშვის დარეგისტრირება. ეს სკოლა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სკოლებს შორის არის, წელს დაარსების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სკოლა ბაგებში, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე მდებარეობს. სკოლაში სწავლის საფასური 4 700 ლარია და 2-ჯერად კვებას, სხვადასხვა სპორტულ
აქტივობას - მათ შორის ცურვასა და რაგბის, გახანგრძლივებულ გაკვეთილებსა და ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. სკოლაში 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ოჯახებისთვის, რომლებიც მეორე შვილს შეიყვანენ, ხოლო მესამე ბავშვის შემთხვევაში ფასდაკლება 15%-ია. პირველი სასწავლო წლის განმავლობაში 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება მეგობრებზეც, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ბავშვები ერთად შეიყვანონ წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლაში. ასევე 10%-იანი ფასდაკლება ეხება ოჯახებს, რომლებიც წმინდა გიორგის სახელობის საბავშვო ბაღით ისარგებლებენ.
ჩვენ გავესაუბრეთ სკოლის ადმინისტრაციას და მათი თქმით, წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლაში იღებენ 5 წლის მოსწავლეებს, რომლებიც 10 ოქტომბრის ჩათვლით ხდებიან 6 წლის.
ღია კარის დღე 4 ივნისს 13 საათზე. მის. ჭავჭავაძის 82.
ასე რომ, ეს ძალიან კარგი არჩევანი იქნება და სანამ დროა, შეგიძლიათ, ამ უპირატესობით ისარგებლოთ.

წმ. გიორგის სახელობის საერო სკოლა - იხილეთ სკოლის ინტერნეტ-გვერდი


R
ბეჭდვა
1კ1