მლოცველთა ჯგუფი ხვალ სვეტიცხოვლიდან ენგურის ხიდის მიმართულებით გაემგზავრება
მლოცველთა ჯგუფი ხვალ სვეტიცხოვლიდან ენგურის ხიდის მიმართულებით გაემგზავრება
წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მლოცველთა ჯგუფი, ხვალ, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან ენგურის ხიდის მიმართულებით გაემგზავრება. მსვლელობა 11:30 საათზე დაიწყება . ჯგუფი 23 მაისის ჩათვლით აპირებს ფეხით გაიაროს გზა მცხეთიდან ენგურის ხიდამდე.

მლოცველთა ჯგუფს ძირითადად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირები შეადგენენ. ჯგუფს ხელმძღვანელობს არქიმანდრიტი გიორგი გურჩიანი. წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მლოცველთა ჯგუფი ყოველდღიურად, საშუალოდ, 20 კმ-ს ფეხით გაივლის. ყოველი დილა დაიწყება სამადლობელი ლოცვით, საღამოს კი შესრულდება სამადლობელო ლოცვა და პარაკლისი.

ამასთან, მსურველებს საშუალება ექნებათ, აღნიშნულ გზას სხვადასხვა ეტაპზე შეუერთდნენ. წმინდა სვიმონ კანანელის მლოცველთა გზას მართლმადიდებელ მლოცველთა ჯგუფი პირველად გაივლის.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1