სამეცნიერო კონფერენცია "აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ "
სამეცნიერო კონფერენცია "აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ "
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი იწყებს ნაშრომების მიღებას სამეცნიერო კონფერენციისთვის "აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ".
კონფერენცია ჩატარდება 2016 წლის 27 მაისს და მასში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებსა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებს.
კონფერენციის თემატიკა:
1. ღვთისმეტყველება;
2. მსოფლიო ეკლესიის ისტორია;
3. საეკლესიო სამართალი;
4. ლიტურგიკა და გალობა;
5. ქრისტიანული ხელოვნება;
6. ფსიქოლოგია;
7. საქართველოს ეკლესიის ისტორია;
8. ზნეობა და თანამედროვეობა;
9. მოზარდების დაცვა მავნე ზეგავლენისაგან;

KARIBCHEნაშრომები მიიღება 2016 წლის 13 მაისის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) 11:00 დან 18:00 საათამდე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში (ელიას მთა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული), ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისამართი: Email: [email protected] (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ კონფერენციის სახელწოდება).
ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს - შრიფტი 12, acadnusx; სტრიქონებს შორის დაშორება 1,5; ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 599 77 74 55 გიორგი ფარეშიშვილი; 599 24 88 56 ლელა ბოჭორიშვილი;
ბეჭდვა
1კ1