არქიეპისკოპოს დიმიტრის სხეული უხრწნელი აღმოჩნდა
 არქიეპისკოპოს დიმიტრის სხეული უხრწნელი აღმოჩნდა
2015 წლის 5 მარტს გაიხსნა დალასის არქიეპისკოპოს დიმიტრის (როისტერის) საფლავი, რათა მისი სხეული დალასის წმინდა სერაფიმეს სახელობის ტაძარში გადაესვენებინათ. სასაფლაოს პერსონალს მეუფე დიმიტრის სხეული გაუხრწნელი დახვდა.

მეუფე დიმიტრი 2011 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა და ოთხნახევარი წელი იყო მისი სხეული მიწის ქვეშ, საფლავის გათხრისას კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს გუშინ დაასაფლავეს - წერია სტატიაში, რომელიც ჟურნალმა The American Conservative გამოაქვეყნა.

ვინც მეუფეს იცნობდა, არც გაკვირვებია ეს ამბავი - აღნიშნავს სტატიის ავტორი როდ დრეხერი, რომელიც მეუფის წყალობით კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაზე მოექცა.

როდი ერთ ასეთ ამბავსაც იხსენებს: მიტევების კვირა იდგა. ამ დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში მრევლი და მღვდალმსახურნი ერთმანეთს შენდობას სთხოვენ. ჭაღარა არქიეპისკოპოსმა ჩვენი 3 წლის გოგნას, ნორას წინაშე მეტანია გააკეთა და პატიება სთხოვა მას. მე სუნთქვა შემეკრა. ნორა, რა თქმა უნდა, ვერაფერს ხვდებოდა. მეუფე იოანე წმინდა ადამიანი იყო.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1