რამდენიმე თვის წინ "კარიბჭე" გატყობინებდათ, რომ მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით და მამა იონას ხელმძღვანელობით უშგულში მდებარე რვა მონასტერს კიდევ ერთი მამათა მონასტერი შეემატება.
უშგულიდან 12 კილომეტრში, ზემო და ქვემო სვანეთის გასაყარზე, აილამასა და შხარას მყინვართან ახლოს, 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა დაიწყება. ეს მონასტერი მთელ ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილას იქნება დაფუძნებული.

და აი, გაცნობებთ, რომ ტაძრის საძირკველი უკვე ეკურთხა და 5 სექტემბერს უშგულში ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მშენებარე წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის საძირკველზე საღმრთო ლიტურგია აღასრულეს დეკანოზმა დავით შარაშენიძემ და სქემარქიმანდრიტმა იოანემ (გელაშვილი).
ტაძრის მშენებლობას ჩვენი თანადგომა სჭირდება. გთხოვთ შეეწიოთ:
"ლიბერთი" ბანკის ანგარიშის ნომერია: GE31LB0711166883146000 მიმღები ჯაბა გელაშვილი
ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ დარეკოთ ტელ: 551447715
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!