ძველი სტილი
11 მაისი
კვირა
ახალი სტილი
24 მაისი
აღდგომიდან მე-7, I მსოფლიო კრების (325 წ.) წმიდათა მამათა კვირიაკე.
ხსნილი ხსნილი
აღდგომიდან მე-7, I მსოფლიო კრების (325 წ.) წმიდათა მამათა კვირიაკე,  მოციქულთა სწორთა: მათ შორის წმიდა ილიოდორესი, ნიკოპოლის მთავარეპისკოპოსისა (ბერძნ.)); მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV);  წმიდა აგათარხოსისა, ლევკადიის ეპისკოპოსისა და 5 ღირსი მამისა (IV ს.; ბერძნ. ); არტის წმინდანთა კრებისა (ბერძნ. ); ღვთისმშობლის ხატებისა: ფსკოვ-პეჩორის "განაზება" და ჩელნისა (გარდამავ.); ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა (1771); მღვდელმოწამისა მოკიოს ხუცისა (დაახლ. 295);წმინდა ასაფ ლლან-ელვიელი (დაახლ. 596/601)მოციქულთა სწორთა მეთოდესი (885) და კირილესი (869), სლოვენთა მოძღვართა; ნიკოდიმოსისა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1325); ღირსმოწამენი: იღუმენია ოლიმპია და მონაზონი ევფროსია კუნძულ ლესბოსიდან (+1235); მოწამე არგიროსი (+1806).; მოწამე დიოსკორე (დიოსკორიდე); წმინდა სოფრომ მღვიმელი (XIII); მღვდელმოწამე იოსებ ასტრახანელი (+1672); წმინდა თეოფილაქტე (გუბინი); მღვდელმოწამე მიქაელ ბელოროსოვი, დეკანოზი (+1920), მღვდელმოწამე ალექსანდრე (პეტროვსკი), ხარკოვის მთავარეპისკოპოსი (აღესრულა 1940 წლის 11 მაისს); თავადის ასულ ოლგას მიერ აშენებული კიევის წმინდა სოფიას სახელობის პირველი ტაძრის კურთხევა (+960); ხსენება კონსტანტინოპოლის ენკენიისა (+330).


დღის ლოცვა
პირველი მსოფლიო კრების 318 წმიდა მამათა კვირა, (325)

ტროპარი:
უფროსად დიდებულ ხარ შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნენ და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართენ, მრავალმწოყალე ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.

კონდაკი: მოციქულთა ქადაგებაი და მღვდელთავართა მოძღურებაი სწორად ბეჭედად სარწმუნოებისა და კვართად საღმრთოდ ღმრთისმსახურებისა ქრისტეს ეკლესიასა ბრწყინვალედ მოსიეს და მართლმადიდებლობით ადიდებს დიდსა და უბიწოსა ღმრთისმსახურებისა საიდუმლოსა.
მღვდელმოწამე მოკიოსის კონდაკი:
შეიჭურე ფარითა სარწმუნოებისათა და განეწყვე უღმრთოთა, და განისრენ იგინი, მღვდელმოწამეო მოკი, და ქრისტეს მიერ გვირგვინი მოიხვენ შენ; ამისთვისცა ანგელოზთა თანა იხარებ, იხსნენ ჭირთაგან მგალობელნი შენნი და ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანას

ტროპარი: მოციქულსა და მახარებელსა ქრისტესა შეუდექით და მოძღურებითა მისითა განათლებულთა კერპნი და ბომონნი მამათა თქუენთანი უარჰყვენით და ნაცვლად მათსა ეკლესიანი სადიდებელად ღმრთისა აღმართენით და ჭეშმარიტითა სარწმუნოებითა სკიპტრაი მეფობისა განაშუენეთ, წმიდანო მოციქულთა სწორნო, მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ნუ დასცხრებით მეოხად ერისა თქუენისა.

კონდაკი: მეუფემან ყოველთამან ვითარცა პავლე მოგინადირა და სიბნელეთ თვალთაგან წამისყოფით მოგძარცვა, რაჟამს თუალნი სულისანი მისა მიმართ აღიხილენ და ღმერთი ნინოისი ღმრთად ჭეშმარიტად აღიარე, ვინაცა დედოფლისა ნანაის თანა გიხმობთ, მირიან, გიხაროდენ, ზღუდენო და საფუძველნო ივერიის ეკლესიისანო.
დღის საკითხავები
ლიტ.: საქ. 37 დას. 15: 35-41 (დას. 37). ინ. 10: 27-38 (დას. 38).


ღირსი ქრისტესიასთვის – საკითხავი საზიაროთაგან.



საქ. 15,35-41
35. ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.
36. რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან.
37. ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი.
38. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ.
39. ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს.
40. პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.
41. დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.


ინ. 10,27-38
27. ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.
28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.
29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ.
30. მე და მამა ერთი ვართ.
31. მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად.
32. იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას?
33. მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი.
34. მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?
35. ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია),
36. მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა?
37. თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით.
38. და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat