დღის ლოცვა
ღირსი თეოდორე სიკეელის ტროპარ-კონდაკი
ტროპარი: საცნაურ იქმენ საშოთაგან განწმენდილ და გამოსჩნდი სავსე მადლითა, და სასწაულითა სოფელი განანათლენ, და სიმრავლე მადლითა, და სიმრავლე ეშმაკთა განიოტენ, ყოვლადქებულო, თეოდორე, ვინაცა ევედრე ჩუენთვის უფალსა.
კონდაკი: ვითარცა ცეცხლსა ეტლსა ზედა აღმხედრებული სათნოებითა, ღმერთშემოსილო, აღხედ ზეცისა საყოფელსა და ვითარცა ანგელოზი კაცთა თანა იქცეოდი, და ვითრცა კაცი ანგელოზთა თანა გარემოს განსცხრები; ამისთვის გამოსჩნდი საღმრთოთა სასწაულთა შემწყნარებელ, თეოდორე ღირსო.