
წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა: მარიამ მაგდალინელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა; მართალთა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა; კეთილმსახურისა თამარისა, მეფისა ყოვლისა საქართველოისა (1213); მცხეთის პატიოსანი ჯვრის აღმართება; თესალონიკელ წმინდანთა კრება (ბერძ., რ.მ.ე.ს); მესინელ წმინდანთა კრება (ბერძ.); ლანგადელ წმინდანთა კრება (ბერძ); ღირსმოწამე ილია (არდუნისი, †1686,ბერძ); მოწამე დიმიტრი პელოპონისელი, ტრიპოლელი (1803; ბერძ.); მღვდელმოწამე გიორგისა და მასთან ერთად 12 გერგერელ მოწამეთა (1828, ბერძ.); ღვთისმშობლის ატალიის ხატი "მოწყალედ" წოდებული (ბერძნ.) (გარდამავ.);
მღვდელმოწამისა არტემონისა, ლაოდიკიელი ხუცისა (303);
მოწამისა კრისკენტისა, მირონლუკიელისა (დაახლ. 740);
მოწამისა თომაიდა ეგვიპტელისა (476);
წმინდა მოწამენი: ელეფთერი სპარსი, თეოდოსი და ზოილე რომაელი (IV);
წმინდა მარტვირი, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი (+486); ღირსმოწამე მართა (ტესტოვა, +1941);
წმინდა მარტიუს კლერმონელი (+530).
დღის ლოცვა
მენელსაცხებლე დედათა კვირა
ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა.
ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახლსა საფლავსა დაგდვა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
კონდაკი: ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე და გოდებაი პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაი უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს: მხსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან.