საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სამწუხარო ინფორმაციას გვაუწყებს:
„მწუხარებით ვიუწყებით, რომ ამა წლის 25 ნოემბერს ღვთივგანისვენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია).
სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

