ივერიის სკიტში. მთაწმინდაზე დაბრუნებულმა მამა პაისიმ კარიესთან ახლოს, კაფსალის უდაბნოში დამკვიდრება გადაწყვიტა, მაგრამ იქ შესაფერისი კელია ვერ მოძებნა და საბოლოოდ ივერიის სკიტში, მთავარანგელოზების კალივაში დასახლდა.
ნათელ ადამიანებთან ურთიერთობა ნათელს გფენს და სული იდუმალი შუქით გევსება. ეს ნათელი გამოსჭვივის მათი სიტყვებიდან, საქმიდან და ცხოვრებიდან. ისინი შუქმფენნი არიან და მათთან არა მხოლოდ ურთიერთობა, მათზე ფიქრიც კი ამ იდუმალი ნათელით არის მოცული.