იესო ქრისტე იწამეთ
იესო ქრისტე იწამეთ
წმინდა მოწამე პანტელეიმონი ლოცვით უკურნებელ სნეულებებს კურნავდა, ავადმყოფთაგან მხოლოდ ერთს ითხოვდა - იესო ქრისტე იწამეთო. იმპერატორ მაქსიმიანეს დროს შეიპყრეს და აწამეს. სერავდნენ წვერწამახული რკინით და მერე ჭრილობას შანთით უდაღავდნენ, ჩააგდეს ადუღებულ ზეთში, შესაჭმელად მხეცებს მიუგდეს, ბორბალზე გააკრეს, ზღვაში მისი დახრჩობა მოინდომეს, მაგრამ წმინდა მოწამე ყველგან უვნებელი რჩებოდა. ბოლოს, იმპერატორის ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1