ღვთის მონა იყო ათონელი მამა იაკომე (ნიკოლადისი, +1950). როცა მან ბერძნული და უცხოური გამოცემებიდან შეიტყო, რომ მრავალი დიდმოხელე, მათ შორის თვით მეფე გიორგი II, იქამდე დაეცა, რომ მასონი გახდა, ძალზე შეწუხდა და აღელდა.
თითოეულ ცნობილ მაღალჩინოსან მასონს უშიშრად პირადად მისწერა წერილი მასონობის უკეთურებაზე, მოუწოდა, შეენანებინათ და ღვთისა და სამშობლოს მტრების წინაშე გაელაშქრათ.
ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ თესალონიკის სასამართლოში გამოიძახეს. მან გულწრფელად და მხნედ დაამოწმა ჭეშმარიტება. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ღვთისადმი ღრმა რწმენამ და ერთგულებამ, თვით გაზეთებმაც კი ღირსეულად შეაფასეს იგი. მან მშვიდად მიიღო განაჩენი და სიხარულით დაადგა გადასახლების ადგილისკენ მიმავალ გზას კუნძულ სკოპელოსზე.