ჩემი მამა - ღმერთია!
ჩემი მამა - ღმერთია!
"მიყვებოდა მე ერთხელ მოხუცი მონაზონი, - წერს ბერი ვლასი, - რომ როცა დედამისი დაქვრივდა, - მამამისი უკვალოდ დაიკარგა მცირე აზიიდან ბერების განდევნისას, - ზოგიერთმა მისმა ნათესავმა ქალის ხელახლა გათხოვება გადაწყვიტეს , რადგან იმ ქალაქში ბევრი კაცი იყო მისი ცოლად შერთვის მსურველი. საცოდავი ქალი თუმცა ოცდაორი წლის დაქვრივდა, ასე უპასუხა ნათესავებს: "კარგი კი გინდათ, მაგრამ მე ბავშვი მყავს, მოდით ვკითხოთ, თუ უნდა ახალი მამა". მაშინ ბიჭი ხუთი წლის იყო... და აი, დედა ეკითხება: "მიქაელ, ჩემო შვილო, გინდა მამა მოგიყვანოთ? გინდა მამა გყავდეს?" ბავშვმა ზეცისკენ მიუთითა და უთხრა: "არა! ჩემი მამა - ღმერთია!"

და დედაც შვილის გამო თავშეკავებით ცხოვრობდა და აღარ გათხოვდა. როცა დედა გარდაიცვალა, შვილიც აღარ დაქორწინებულა დედის გამო და ათონის წმინდა მთაზე წავიდა, აღიკვეცა მონაზვნად, რათა უკეთესად ეცხოვნებინა სული თვისი.
ბეჭდვა
1კ1