ქრისტეს მიერ სძლია ეშმაკს
ქრისტეს მიერ სძლია ეშმაკს
დიდად მოღვაწე იყო გარეჯის მონასტრის ბერი ღირსი მამა ონისიფორე. გავიდოდა მონასტრიდან ისე, რომ ხმა არ გაეგონა კაცთა, დაჯდებოდა ერთ მყუდრო სენაკში და ლოცვით, მეტანიებით განვლიდა დღეებს. როცა მწუხრის ზარს ჩამოჰკრავდნენ, დაბრუნდებოდა მონასტერში, შევიდოდა ეკლესიაში შემუსვრილი და დამდაბლებული გულით და ასე აღავლენდა ლოცვას. მწუხრიდან მწუხრამდე მხოლოდ ხმელ პურსა და წყალს იხმევდა. ხშირად ორ-ორ და სამ-სამ დღეს არაფერს ჭამდა. დიდმარხვისას ხუთ დღესაც კი იყო დაუნაყრებელი. ერთხელ კლდის ჯურღმულში ჩაიგდო თავი და იქ დაჰყო ორმოცი დღე და ღამე. და ქრისტეს მიერ სძლია ეშმაკს. მერე ორმოცი დღე და ღამე ერთ დახშულ სენაკში დაეყუდა.

ბეჭდვა
1კ1