სასწაულმოქმედი ხატი,  ზესტაფონში, ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილება იყო
ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია დაბრძანებული წმინდა ნიკოლოზის სასწაულთმოქმედი - მირონმდინარე ხატი.
ხატი სამკარედია. ზედა რეგისტრში დაბრძანებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი", მესამე რეგისტრში  წმინდა ნიკოლოზი. ეს სასწაულმოქმედი ხატი,  ზესტაფონში, ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილება იყო.  როგორც ხელოვნების ნიმუში ბაზრობაზე ისე შეუძინიათ. რადგან ოჯახში ხატმა მირონდენა დაიწყო, გადაწყვიტეს, ხატი ერთ-ერთი მონასტრისთვის შეეწირათ. არჩევანი ვარძიის დედათა მონასტერზე შეაჩერეს. ხატი 12 წელია ტაძარშია დაბრძანებული. რწმენით მისულ მომლოცველებს კურნებას და შვილიერებას მიჰმადლებს.
                
                
                
	
