წმინდა თეოდოტია - უვერცხლო ძმების, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედაა, რომელნიც წარმოშობით აზიიდან იყვნენ. მათი მამა წარმართი იყო, დედა, თეოდოტია კი - ქრისტიანი.  
 
 ქმრის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ცხოვრება ქრისტეს სამსახურში განლია და ისე იცხოვრა, როგორც სახარება გვამცნობს: - ,,ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს" (1 ტომ. 5:5).
 ღვთისმოსავმა ქალმა შვილებიც კეთილად აღზარდა, წმინდა წერილი შეასწავლა და ქრისტიანული მრწამსით განაძლიერა.
*    *    *
ამავე დღეს არის ხსენება:
 წმინდა მოწამე ბასილი პეტროვისა (1942 წელი)
წმინდა თეოპემპტისა (სამწუხაროდ, ამ მოღვაწის ცხოვრების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება).
ღირსი მარკოზ ყრუსი
ხსენება წმინდა მოწამე სერგისა, მახვილით მოკლულისა
                
                
                
	
