ეს წმინდანი ოდესღაც ავაზაკთა მეთაური გახლდათ და ღირსმა ადრიანე ონდრუსოვსკიმ (ხსენება 26 აგვისტოს) მოაქცია.
 
სწორედ მის სავანეში შემონაზვნდა კვიპრიანე და ლადოგის ტბასთან, სტოროჟევსკის კონცხზე, - იქ, სადაც უწინ ავკაცობდა ხოლმე, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელზე სავანე დააფუძნა.
 
ღვაწლმრავალმა და დიდად მოწყალემ ღვთისგან სიცოცხლეშივე მიიღო სასწაულქმედების მადლი.
 
* * * 
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამეთა: კონსტანტინე იურგანოვისა და ანანია არისტოვისა, პრესვიტერთა (+1918) 
                
                
                
	
